04:19 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 17:53:35, 2453 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა თავისი ტერიტორიების ანექსიას აღიარებს

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპელებისთვის.

„ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, - წერს მედვედევი.

ცნობისთვის, უკრაინამ პირველად ელექტროენერგია სლოვაკეთიდან 27 ოქტომბერს შეიძინა.

ელექტრორესურსების დეფიციტი ქვეყანაში კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტრულ ობიექტებზე იერიშები განახორციელა

გასული კვირიდან ქვეყნის ბევრ რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგია რეგულარულად ითიშება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics