02:20 - 22 Oct, 2026
|
2022-10-28 13:46:56, 1703 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - მზად ვართ, რუსეთის წინადადებების საფუძველზე, აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე ვიმუშაოთ
სომხეთი მზადაა რუსეთის წინადადებების საფუძველზე აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე იმუშაოს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Twitter- ზე წერს. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა ეს სოჭში დაადასტუროს და იმედოვნებს, რომ რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს. „სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე მუშაობას და მზად არის ამის სოჭში დასადასტურებლად. იმედი გვაქვს, რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს“,- წერს ფაშინიანი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში, 31 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)