|
2022-10-28 09:06:55, 968 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - არ გვჭირდება ბირთვული შეტევა უკრაინაზე, აზრი არ აქვს - არც პოლიტიკური და არც სამხედრო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჯერად აცხადებს, რომ უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას არ გეგმავს, რადგან "აზრი არ აქვს". თუმცა, როგორც პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, არსებობს მისი გამოყენების რისკი". „ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული შეტევა უკრაინაზე, აზრი არ აქვს – არც პოლიტიკური და არც სამხედრო“, - ამბობს პუტინი. პუტინი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთს „არასოდეს უსაუბრია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და მის განცხადებებს “დასავლელი პოლიტიკოსების სიტყვებზე" რეაგირებას უწოდებს. შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს. სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)