|
2022-10-27 19:43:28, 948 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ნატო არ დაუშვებს პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომი მოიგოს
ნატო არ დაუშვებს პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომი მოიგოს - ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლა ჩუკასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ომი ბუნებით არაპროგნოზირებადია, ამიტომ მე არ ვიფიქრებ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ პრეზიდენტ პუტინს ამ ომში მოგება - ეს შეიძლება იყოს კატასტროფა და ტრაგედია უკრაინელებისთვის და ასევე, ჩვენ, ნატოს მოკავშირეებს, უფრო დაუცველს გახდის. იმის გამო, რომ მაშინ პრეზიდენტი პუტინი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ მას შეუძლია მიაღწიოს მიზნებს სამხედრო ძალის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ეს გაკვეთილი იქნებოდა არა მხოლოდ მას, არამედ მსოფლიოს ყველა ავტორიტარულ ლიდერს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)