|
2022-10-27 09:01:54, 974 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ უკრაინას რეაქტიული სისტემები და ჰაუბიცები გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინას ორი ერთეული MARS II ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა საბრძოლო მასალით და 4 ერთეული Panzerhaubitzen 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გადაეცა. შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ორი რეაქტიული სისტემისა და ოთხი ჰაუბიცის გადაცემის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. შტაინმაიერმა შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ასე მიმართა: „მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს. გერმანიის პრეზიდენტი უკრინაში 25 ოქტომბერს იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)