|
2022-10-26 16:56:54, 1187 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში პითონმა ქალი გადაყლაპა - მისი ცხედარი ხელუხლებელი აღმოაჩინეს
ინდონეზიაში, ჯაკარტას აღმოსავლეთ სანაპიროზე, პითონმა ქალი მოკლა და მთლიანად გადაყლაპა. 50-წლამდე ქალი კვირა დღეს გაუჩინარდა. მისი ქმრის ცნობით, ის რეზინის პლანტაციაში სამუშაოდ წავიდა, თუმდა არ დაბრუნებულა. ერთი დღის შემდეგ, სოფლის მცხოვრებლებმა ტყეში იპოვეს პითონი, რომელსაც მუცელში უზარმაზარი ამობურცულობა ჰქონდა. ინდონეზიის პოლიციის ინფორმაციით, ტყის მახლობლად, საგამოძიებო ჯგუფმა გაუჩინაურებული ქალის სანდლები, ქურთუკი და დანა იპოვა. პითონი მინიმუმ 5 მეტრის სიგრძის იყო. მოგვიანებით, ის ადგილობრივებმა მოკლეს, რა დროსაც გაუჩინაურებული ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, სრულიად ხელუხლებელი. "მას შემდეგ, რაც მათ მუცელი გაჭრეს, აღმოაჩინეს, რომ შიგნით ჯაჰრა იყო",- ამბობს პოლიციის უფროსი. გაურკვეველია, პითონმა გადაყლაპა ჯაჰრა ცოცხლად, თუ ის სხვაგვარად მოკვდა, სანამ გადაყლაპავდა. პითონებს ხშირად არასაშიშ გველად მიიჩნევენ, რადგან კობრებისა და გველგესლებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან შხამიანი, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდონეზიაში პითონმა ადამიანი მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)