|
2022-10-26 16:22:07, 2515 ნახვა
ომი უკრაინაში
კადიროვი - მთლიანად უკრაინა არის ჩვენი რუსეთის ტერიტორია, ვისაც ეს არ ესმის, გაიგოს
უკრაინის ყველა რეგიონი რუსეთის ტერიტორიაა, ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს,- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა Telegram-ის ვიდეომიმართვაში განაცხადა. გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსები უკრაინელებს თავისსავე იარაღით ანადგურებენ და პირობას იძლევა, რომ "მტერს ყველაფერს წაართმევს და თავს ყოველდღე დაესხმევა". "სიტყვას გაძლევთ, ჩვენ მათ ყოველ დღე დავესხმებით თავს. ჩვენი ტერიტორია არ არის მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა. ეს არის ჩვენი რუსეთის ტერიტორია. ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ თავი არ დავიცვათ, არამედ ყველგან შევუტიოთ. ასეც იქნება",- განაცხადა კადიროვმა. ჩეჩნეთის ლიდერი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ "მაღლა მდომი ხალხი ბრძანებას გასცემს ისე, რომ არ ესმის რა ხდება". "ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ბოლომდე წავლენ და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ დავიხიოთ, არამედ თავს დავესხათ და ეს იქნება ყველგან. სიკვდილით ჩვენ ყველგან მოვკვდებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ პატარა რესპუბლიკა გვაქვს. დღე-ღამეში სხვადასხვა მიზეზებით 16-დან 20-მდე ადამიანი კვდება. უბრალოდ. ავარიით, ავადმყოფობით, შემთხვევით, არ ვიცი, წვებიან და ვერ იღვიძებენ...ყველანი მოვკვდებით, მაგრამ რისთვის და როგორ, ეს არის მთავარი",- დასძინა კადიროვმა. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ეხმარება უკრაინას, რადგან "ამერიკასა და ევროპას ამდენი შესაძლებლობა და ძალა არ აქვს".
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)