|
2022-10-26 12:49:56, 1157 ნახვა
მსოფლიო
ირანში გვარდიის კორპუსის ორი წევრი მოკლეს, რომლებიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყვნენ პასუხისმგებელი
ირანში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ორი წარმომადგენელი მოკლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მოკლეს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკი, მეჰდი მოლაშახიდა გენერალი ჯავად ქეიჰა. მათივე ცნობით, ისინი ირანის ქალაქ ზაჰედანში,მანქანაში დახვრიტეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოჰყვა ირანის უსაფრთხოების ძალების სასტიკ დარბევას ზაჰედანში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც შეუერთდნენ ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, რომლებიც გამოწვეული იყო 22 წლის ქალის მაჰსა ამინის პატიმრობაში სიკვდილით. გარდა ამისა, როგორც ირანულ გამოცემა Tasnim-ი წერს, დაღუპულები ასევე პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ფედერაციისთვის ირანული კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე. ცნობისთვის, ზაფხულში რუსეთმა ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი Shahed-136 და Mohajer-6 თეირანისგან იყიდა, რომლებსაც უკრაინაში თავდასხმისთვის იყენებენ. საპასუხოდ, უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია ჩამოართვა და კიევში ირანის საელჩო მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურმა უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)