|
2022-10-26 10:19:35, 1024 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის ან „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავდეს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს,- ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. „ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური ბომბის“ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“,- განაცხადა რაიდერმა. შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „პროვოკაციას“ გეგმავს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)