|
2022-10-25 16:58:26, 1267 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - ვმუშაობთ, რომ 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება გამოვყოთ
ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე მუშაობს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, შესაბამისად, 2023 წელს დახმარება ჯამში 18 მილიარდი ევროს ფარგლებში იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინას თვეში დაახლოებით 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, კერძოდ, ექიმების, მასწავლებლებისა და სამხედროების ხელფასები. „უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით ყოველთვიური მხარდაჭერა. ჩვენ ვსაუბრობთ 18 მილიარდ ევროზე 2023 წელს", - განაცხადა ლაიენმა. ცნობისთვის, მიმდინარე წელს უკრაინის თვიური ბიუჯეტის დეფიციტი თვეში 4-5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომელიც უკრაინამ დაფარა საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით და ეროვნული ბანკის მიერ გრივნას გამოშვებით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)