02:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 15:59:12, 1118 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - „ოცნებას“ და ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და გამოაგორონ

"ქართულ ოცნებას", ოლიგარქიას, ბიძინა ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და როცა დასჭირდებათ გამოაგორონ უკან, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელობა აქვს დაკარგული.

„საქართველოში, სამწუხაროდ, გაფორმებულია არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა და მათ მიერ არჩეულ სახელმწიფო მეთაურსაც - პრეზიდენტსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. მათ უნდათ პრეზიდენტი და ნებისმიერი ინსტიტუტი იყოს სუსტი, არ იყოს ძლიერი ინსტიტუტი - ეს ოლიგარქიისთვის დამახასიათებელია.

აი, "ქართულ ოცნებას" ნამდვილად, ოლიგარქიას, ბიძინა ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და როცა დასჭირდებათ გამოაგორონ უკან", - ამბობს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს ვიზიტით გუშინ, 24 ოქტომბერს ეწვია. ალიევმა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, შესაბამისად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის არც აუდიენცია შემდგარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics