|
2022-10-25 13:29:50, 1199 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო - თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ირანულ დრონებს იყენებენ, გულგრილი არ დავრჩებით
თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ირანი ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ დარჩება,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა. ირანის უმაღლესმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მზადყოფნა ამ საკითხზე უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვისთვის და განაცხადა, რომ მან ეს უკანასკნელ დღეებში მიაწოდა ევროპის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ჯოსეფ ბორელსაც. „მე ხაზგასმით ვუთხარი ბატონ ბორელს, რომ თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით“,- განაცხადა აბდოლაჰიანმა შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. თავად თეირანსა და მოსკოვში ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ. 20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. 19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო აშშ-მ კი მზადყოფნა გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)