02:21 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 21:21:38, 1832 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ისრაელს - დადგა დრო, გადაწყვიტოთ მხარს უჭერთ დემოკრატიასა და უკრაინას, თუ ტერორისტულ რუსეთს

ვისკენ ხართ? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ თუ თვალს ხუჭავთ რუსულ ტერორზე. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელისთვის განკუთვნილ განცხადებაში განაცხადა.

მისივე თქმით, დადგა დრო ისრაელმა აირჩიოს მხარს ვის უჭერს.

„დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics