|
2022-10-24 11:37:54, 1918 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
სექტემბერში, გარდა სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა, ფასების სხვადასხვა ინდექსი კვლავ დანორმალიზების დინამიკას აჩვენებდა. მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ხშირად სამომხმარებლო კალათის ინფლაციის წინმსწრები ინდიკატორია. უფრო მეტიც, ამასწინათ დაფიქსირებული ანგარიშგასაწევი აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმართულება კვლავ დაღმავალისაკენ შეიცვალა. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ეფექტისა და ინფლაციის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც „თიბისი“ კაპიტალის 2 კვირის წინადელ განახლებაშია განხილული, 2022 წლისათვის „თიბისი“ კაპიტალის ბოლო, 9.4%-იანი პროგნოზი, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია. წინა კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც დიდწილად მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი დამატებით გაუმჯობესდა. იმპორტის შედარებით ზომიერი ზრდა უფრო საინვესტიციო იმპორტის კატეგორიის ხარჯზე იყო, თუმცა წინა პერიოდში მაღალი აღდგენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში რეალური ექსპორტიც გაიზარდა, რაც იმპორტის გარდა, შიდა მოთხოვნის სხვა ინდიკატორებთან ერთად, სექტემბრის ზრდის 10 ან მეტი პროცენტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ძლიერი ეკონომიკური აქტივობა ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია. თუმცა, „თიბისი“ კაპიტალის მომვალ წელს ზრდის დანორმალიზების მოლოდინი კვლავ ძალაშია. ასევე, მართალია მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით, თუმცა ინფლაციის შემცირებაც საბაზო სცენარია. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების არგუმენტი, „თიბისი“ კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ლარზე გამყარების ზეწოლაა, ისევე როგორც საკმაოდ ზომიერი, ან ბოლო პერიოდში უფრო სუსტიც კი, საკრედიტო აქტივობა, განსაკუთებით რეალურ გამოხატულებაში. ამდენად, „თიბისი“ კაპიტალის აზრით, კითხვა კვლავ იმაში მგომარეობს თუ როდის დაიწყებს სებ-ი ლარის ფასის დაწევას. გაეცანით „თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)