02:46 - 22 Oct, 2026
|
2022-10-21 15:25:37, 1223 ნახვა
მსოფლიო
კულება - რუსეთს ჩვენი არსებობა აღიზიანებს, ის უკრაინაში გენოციდს სჩადის
რუსეთის ქმედებები და განცხადებები ადასტურებს, რომ ის უკრაინაში გენოციდს სჩადის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. როგორც მინისტრმა ბერლინში "საერთაშორისო უფლება გენოციდის წინააღმდეგ" გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინამ შეიტანა სარჩელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება. "რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი, მათ აღიზიანებს", - განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება გენოციდის დასტურია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)