|
2022-10-21 11:55:19, 1038 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph - ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლოს
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს,- აღნიშნული შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც გამოცემა წერს, ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა. კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა „ტორების“ პარტიის ლიდერობის რბოლის ფინალურ ეტაპზე „ძალიან სერიოზულად“ უნდა იქნას მიღებული. ამასთან, ვებგვერდ „ქონსერვატივ ჰოუმის“ დამფუძნებელი ტიმ მონტგომერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონს არა მხოლოდ 100 დეპუტატის, არამედ 140-მდე კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია. კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძვიან, სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)