03:33 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 16:07:57, 1718 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე - მეორე ფრონტი არ იქნება, ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება

დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონიტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში შეყვანას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მეორე ფრონტი არ იქნება, ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება.

"უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი არის დანილოვი, რომელიც მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. ნახეთ, დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონიტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. ვისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? - მეორე ფრონტისთვის, ლოგიკა თქვენთვის მომინდია. ვერც დანილოვი და ვერც სხვები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწევენ". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics