|
2022-10-20 13:57:15, 1630 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების დასანქცირების განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინული ტელეკომპანია Channel 24-ის ეთერში განაცხადა. დანილოვის თქმით, განკარგულებები, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეიმუშავა. „დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო განკარგულებას სანქციების შემოღების შესახებ. მას შემდეგ, რაც სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსი ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება", - განაცხადა დანილოვმა. მან ასევე განმარტა, რომ სანქციები ერთი პირის მიმართ გარკვეული ვადით გადაიდება. „ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გამონაკლისი. ეს არის გარკვეული შეფერხება“, - დასძინა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)