|
2022-10-20 13:02:36, 1510 ნახვა
მსოფლიო
ახმედ ზაკაევი - უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება
უკრაინის პარლამენტის აღიარება, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას ოკუპაციასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით, ძალიან ძლიერი მესიჯია, - ამის შესახებ დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა განაცხადა. ზაკაევის ქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება. "ჩეჩნეთი გათავისუფლდება კადიროვისა და პუტინის რეჟიმისგან. ჩვენ შევქმნით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც პარტნიორობა ექნება დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან. დარწმუნებული ვარ, ევროპულ ოჯახსა და სტრუქტურაში ინტეგრაციას მოვახდენთ, რადგან ეს ევროპის ნაწილია. ამ ომში უკრაინის გამარჯვება, რუსეთის იმპერიის დასასრული იქნება. პუტინის დამარცხების შემდეგ კადიროვის დღეებიც დათვლილი იქნება", - აცხადებს ზაკაევი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად 18 ოქტომბერს აღიარა. რადამ ასევე დაგმო ჩეჩენი ხალხის გენოციდი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)