|
2022-10-19 15:59:03, 1451 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინმა გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „შეგახსენებთ, რომ საომარი მდგომარეობა მოქმედებდა დონეცკის, ლუგანკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებში და ახლა ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის გაფორმება რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონებში ტერიტორიული თავდაცვის შტაბები შეიქმნება. მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელებს კი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭებათ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)