|
2022-10-19 15:32:33, 1414 ნახვა
მსოფლიო
„რუსეთიდან მიღებული გაზით, თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი“ - ერდოღანმა და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს
თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. „ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“,- განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას გააჟღერა. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა ჰაბისთვის შესაფერის ტერიტორიად, თრაკიას რეგიონი დაასახელა, საიდანაც რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი შემდეგ ევროპაში გადანაწილდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)