|
2022-10-19 15:22:47, 1422 ნახვა
მსოფლიო
ევაკუაცია ხერსონში - მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მეორე სანაპიროზე გადაყვანა დაიწყო
ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო. BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, მანამდე, მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა შეტყობინებები, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ ადგილებს დაბომბავენ" და მათ ხერსონის ორგანიზებულად დატოვებისკენ მოუწოდა. უფრო ადრე კი, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 50-60 ათასი მცხოვრების გადაყვანა იგეგმებოდა. ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ გუშინ მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზად დაასახელა წყალდიდობის საფრთხე, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უკრაინელი სამხედროების იერიშმა გამოიწვიოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)