04:19 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 21:21:50, 1369 ნახვა

პოლიტიკა
თავდგირიძე - ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამის მიზეზი ჩემზე თანაპარტიელებისა და პარტიის ადგილობრივი ლიდერების ზეწოლაა

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

მისივე თქმით, ამის მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

„ჩემი პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები გადასცეს მესამე პირებს. მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი, რის შესახებაც სამართალდამცველებს უკვე მივმართე და წარვუდგინე შესაბამისი მტკიცებულებები. მე ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული დავით კეზერაშვილი აფინანსებს“. - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics