|
2022-10-17 17:33:42, 1796 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - დრო მოვიდა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, ირანს სანქციები დაუწესდეს
დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სანქციები მესიჯი იქნება ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება "იგრძნობს ამის ფასს". "დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ირანი მზად არის, რუსეთს მიაწოდოს მცირე რადიუსის რაკეტები ასევე აშშ-ის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანი ამზადებს რუსეთისთვის Fateh-110 -ისა და Zofaghar-ის, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების პირველ პარტიას, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დარტყმა 300 და 700 კილომეტრის მანძილზე.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)