|
2022-10-17 16:58:39, 1533 ნახვა
მსოფლიო
ირანში, ევინის ციხეში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
ირანში, ევინის ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ირანის სასამართლომ გაავრცელა. ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულია ათობით ადამიანი. ციხეში ასობით ის ადამიანი იყო მოთავსებული, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში მონაწილობდნენ. სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ხანძარი ციხის სახელოსნოში პატიმრებს შორის ჩხუბის შემდეგ გაჩნდა. სახელმწიფო ტელევიზიამ კი თქვა, რომ ეს იყო "წინასწარ განზრახული" გაქცევის გეგმა, რომელიც როგორც თეირანის ციხეების უფროსმა თქვა, უსაფრთხოების ძალებმა ჩაშალეს. როგორც BBC წერს, ციხეს დასავლური უფლებადამცველი ჯგუფები დიდი ხანია აკრიტიკებენ. Human Rights Watch-მა ციხის ხელისუფლება წამებაში, ხანგრძლივ დაკითხვებსა და დაკავებულებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. ცნობისთვის, საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა. მოგვიანებით კი, საჭირო გახდა 22 წლის ქალის კლინიკაში გადაყვანა, სადაც ის გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)