|
2022-10-15 14:43:55, 1196 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ჩვენ არ დაგვისახავს უკრაინის განადგურების ამოცანა
ჩვენ არ დაგვისახავს უკრაინის განადგურების ამოცანა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. აღნიშნული სიტყვით, ის პრესკონფერენციაზე გამოვიდა. "ჩვენ არ დაგვისახავს უკრაინის განადგურების ამოცანა. არა, რა თქმა უნდა, არა",- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)