|
2022-10-14 14:48:21, 3317 ნახვა
ეკონომიკა
მობილური ტელეფონები veli.store-ზე - მრავალფეროვანი არჩევანი ბრენდის, ფასისა და თქვენი სურვილების მიხედვით
მაშინ, როდესაც თანამედროვე ეპოქაში ყველაფერი სიმარტივისკენ მიდის, სმარტფონებმა დროთა განმავლობაში, საკმაოდ მრავალფუნქციური დანიშნულება შეიძინეს. სწორედ ამიტომ გახდა მობილური ტელეფონი ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი. მას ზარების მიღებისა და განხორციელების, ასევე სმს შეტყობინების გარდა, მრავალი ფუნქციის ერთდროულად შესრულება შეუძლია - უსმენთ მუსიკას, მეილის მეშვეობით გზავნით ოფიციალურ წერილებს, იზომავთ ტემპერატურას, ითვლით საკუთარ ნაბიჯებს და დახარჯულ კალორიებს, იყენებთ გართობისთვის, წვდომა გაქვთ სხვადასხვა ინფორმაციულ და საჭირო აპლიკაციებზე, იყენებთ მობაილ ბანკს, რითიც მარტივად აკეთებთ ტრანზაქციებს. მოკლედ, მობილური ტელეფონები დღეს უკვე პორტატული კომპიუტერების, პირადი ასისტენტებისა და ცხოვრების გასამარტივებელი საკითხების კრებულად გვევლინება. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებითაა, რომ დღის განმავლობაში სმარტფონს ხშირად ვიყენებთ. ბუნებრივია, სახალისო აპლიკაციებმა ზედმეტად არ უნდა გაგვიტაცოს, რადგან მათ ჩვენი პროდუქტიულობის შემცირება შეუძლია. თუკი სმარტფონის განახლებას გეგმავთ, veli.store-ზე მობილური ტელეფონების საკმაოდ ფართო არჩევანია. ველიზე როგორც IOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Apple-ის ტელეფონებს, ისე Android-ზე მომუშავე Samsung-ის, Realme-ს, Infinix-ისა და Google-ის მობილურ ტელეფონებს აღმოაჩენთ. უფრო კონკრეტულად, ველი სთორზე შეხვდებით Samsung Galaxy Z Fold-ს, რომელიც უწყვეტი ხედით, მსოფლიოში პირველი დასაკეცი მობილური ტელეფონია. ამ ეტაპზე მოქმედი ფასდაკლებით კი მისი ღირებულება 5,499 ლარია. ასევე შეძლებთ შეიძინოთ Google Pixel 6, რომელიც სწრაფი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, Google Tensor მაღალი წარმადობის პროცესორითაა აღჭურვილი. ხოლო, თუ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება გიტაცებთ, Google Pixel 6-ს 50 მეგაპიქსელიანი კამერა გააჩნია, რითიც საუცხოო ტონებისა და ნატურალური ფერების აღქმაა შესაძლებელი. ასევე, მისი მეშვეობით, მარტივად შეგიძლიათ მართოთ სახლში არსებული სმარტ მოწყობილობები. იმ მომხმარებლებს, რომლებიც უპირატესობას ბიუჯეტურ მოდელებს ანიჭებენ, Infinix-ის მობილური ტელეფონების შერჩევა შეუძლიათ, რომელმაც ბოლო წლებში თავი გამძლე და საიმედო ბრენდის სახელით დაიმკვირდა. ველი სთორზე მობილური ტელეფონების ღირებულება 289 ლარიდან იწყება და 5,499 ლარამდე ადის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულ მათგანზე გარანტია ვრცელდება. ველი სთორი, გარდა იმისა, რომ გეხმარებათ დროის, ენერგიისა და თანხის დაზოგვაში, საკმაოდ მოსახერხებელ მიტანის სერვისსაც გთავაზობთ. თბილისსა და მის გარშემო 13 ლოკაციაზე, შეძენიდან 3 საათში, სასურველ მობილურ ტელეფონს კურიერი თქვენს კართან გააჩენს.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)