|
2022-10-13 19:35:06, 942 ნახვა
პოლიტიკა
ჩხენკელი - დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. - ამის შესადებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)