|
2022-10-13 11:40:26, 1012 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი „ოცნებას“ - იწერთ ყველას: პარლამენტს, ეკლესიას, თანაგუნდელებს და მათ საყვარლებს - ეს ბინძური არქივი სუს-ში გიდევთ
იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს - დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი "ოცნების"დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში, - ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც და ისიც, თუ ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე ირაკლი შოთაძეს უდევს თაროზე და დამნაშავე თავისუფალია. "გავეცანი ბინძური ქოცების მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა ნაცების დროინდელი. ოცნების დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში. დამკვეთიდან შემსრულებლამდე ყველა უსასტიკესად დაისჯებით კანონით, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ჩემს სახლში შემოტანილი ეს ნაგავი ზუსტად ასახავს თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, წარმოაჩენს თქვენს ბინძურ ამორალურ სახეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენი მხილებისათვის გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყანას მიაქანებს დაშლისკენ, განადგურებისკენ და სისხლის ღვრისკენ. რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს უდევს თაროზე. დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აყვებით ოცნების ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე",- წერს გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)