|
2022-10-13 10:39:53, 1124 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის
გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ, იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრით, ხმა მისცეს, რათა დაეცვათ გაერო-ს წესდება და დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის უკანონო მცდელობა. „143 ერი დადგა თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს. მხოლოდ ოთხმა აირჩია რუსეთის მხარე“, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენის თქმითვე, გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. „ამ კონფლიქტის ფსონები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა. რუსეთს არ შეუძლია რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა. რუსეთს არ შეუძლია ძალით საზღვრების შეცვლა. რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება, თითქოს მისია. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- განაცხადა ბაიდენმა. როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება, თითქოს მისია. „გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას“,- დასძინა ბაიდენმა.. ცნობისთვის, გუშინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით 5 წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)