|
2022-10-13 10:44:50, 627 ნახვა
პოლიტიკა
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია USAID-ის პოლიტიკურ წარმომადგენელს ევროპისა და აზიის საკითხებში მარკ სიმაკოვსკის შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრარული დარგის განვითრების ხელშეწყობისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს და პროგრამას ახორციელებს. ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს სტაბილურად მზარდი. აღნიშნულის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ოთარ შამუგიამ რეგიონში არსებული ვითარების სასურსათო უსაფრთხოებაზე ზეგავლენის საკითხებზეც ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისთვის და ყველა იმ პროექტისთვის, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკურ წარმომადგენელმა ევროპისა და აზიის საკითხებში, მარკ სიმაკოვსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID-ისთვის მნიშვნელოვანია ის მიმდინარე პროექტები, რომელიც საქართველოში სოფლის განვითარებას და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და, ამავდროულად, ცნობილია ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, მათ შორის, რეგიონში არსებული სიტუაცია და ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. მარკ სიმაკოვსკიმ მსოფლოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. USAID-ის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ USAID გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)