|
2022-10-13 10:07:16, 850 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი. კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143-მა ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი) , ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა". "მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით. კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტი "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს პრინციპების პატივისცემა". ქარტიას მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი“, - აღნიშნა ურაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა. შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართეს. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის შესახებ და დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა. .
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)