|
2022-10-12 13:26:53, 1053 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 22 პირი კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ძლიერმა მუსონური წვიმებმა ყველაზე მეტად დააზარალა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარნალის პროვინცია, საიდანაც ათასობით მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და ასობით სახლი დაზიანდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დახმარება ვერტმფრენებით გაგზავნეს. ამასთან, გაერო-ს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ნეპალის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარებიან. ნეპალში მუსონური წვიმების სეზონი ივნისში იწყება და ოქტომბერში მთავრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს, სტიქიებს სულ მცირე 110 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)