|
2022-10-12 12:34:45, 1200 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უნდა ვაღიარო - როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებაო, არ დავიჯერეთ
ჩვენ ვერ ვიაზრებდით, რამდენად ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი მოხდებოდა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაურეკა მას და უთხრა: "ეს მოხდება ამ შაბათ-კვირას" და ორ დღეში, ომიც დაიწყო. "ომი უკრაინაში გრძელდება. ჩვენ ვერ ვიაზრებდით, რამდენად ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი მოხდებოდა. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს: "რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას", ჩვენ ძალიან არასერიოზულად ვეკიდებოდით ამას და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო წინააღმდეგობის ისე წარმატებით გასაწევად, როგორც ამას აკეთებს“ - თქვა ბორელმა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ ევროკავშირი არ ითვალისწინებდა რუსეთში მასობრივ მობილიზაციას, ისევე როგორც პუტინის ბირთვულ საფრთხეებს. "ვფიქრობ, თქვენ ყველამ ნახეთ პუტინის ბოლო გამოსვლა, როდესაც მან ანექსია გამოაცხადა. ეს გამოსვლა ყველა ევროპელმა მოქალაქემ უნდა ნახოს - და თქვენ განსაკუთრებით [დიპლომატები]. თქვენ უნდა აუხსნათ მსოფლიოს, რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და რა არის ომის ნამდვილი მიზეზები“, - განაცხადა ბორელმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)