|
2022-10-12 10:49:53, 1003 ნახვა
მსოფლიო
არახამია - რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია პოლიტიკურ მიზნებს
რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია პოლიტიკურ მიზნებს,- ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია Telegram-არხზე წერს. მისი თქმით, ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია და თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს. ჩვენი ენერგეტიკის ინჟინრები და გადაუდებელი სამსახურები სწრაფად აღადგენენ დანგრეულს. შედეგები მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს მასიური საჰაერო თავდასხმების მოგერიება. თუნდაც იმ იარაღით, რაც გვაქვს. მაგრამ რაც უფრო მალე მივიღებთ უახლეს სამხედრო აღჭურვილობას, მით უფრო მალე მივაღწევთ მშვიდობას ჩვენს ქალაქებში. ჩვენს მოქალაქეებს არ შეშინებიათ. ზოგადად, არ არსებობს ისეთი კალიბრი, რომელიც უკრაინელებს წინააღმდეგობის დათმობას აიძულებს. მოლაპარაკების მოთხოვნით არავინ გამოსულა. თუმცა რუსებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ. ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძოლებს. და ტერორისტული სახელმწიფო აგებს პასუხს ყველა დანაშაულზე და გადაიხდის ყველაფრის საფასურს, რაც გაანადგურა. ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია. დამარცხებამდე ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი, მილოშევიჩი - ზაგრები, პუტინი ბომბავს კიევს და ზაპორიჟჟიას. თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის“,- წერს არახამია. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)