|
2022-10-11 22:41:02, 1825 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი - მშვიდობა და ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია
მშვიდობა და ომის დასრულება მხოლოდ ტონლდ ტრამპს შეუძლია. - ამია შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან შორს წავიდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა. "ეს ბაიდენს ძალიან გაურთულებს მშვიდობის დამყარებას. შეიძლება უხეშად ჟღერდეს, თუმცა მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)