|
2022-10-11 17:46:22, 1060 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - Nord Stream-ზე ბოლო დივერსიის შემდეგ, ნატო ინფრასტრუქტურის დაცვას განიხილავს
Nord Stream-ზე ბოლო დივერსიის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინფრასტრუქტურის დაცვას განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ეს 12-13 ოქტომბერს უნდა მოხდეს. „ნატოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები განიხილავენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ჩრდილოეთ სტრიმზე დივერსიის ფონზე. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას”, - დასძინა გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ელოდება გამოძიების შედეგებს Nord Stream-ზე დივერსიის შესახებ. ცნობისთვის, 27 სექტემბერს Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენების სამ ადგილას გაზის გაჟონვა დაფიქსირდა. მოგვიანებით შვედეთში გაზის გაჟონვის კიდევ ერთი წყარო აღმოაჩინეს . შვედი სეისმოლოგების აზრით, გაჟონვა შეიძლებოდა მომხდარიყო წყალქვეშა აფეთქებების შედეგად , რომლებიც დაფიქსირდა იმ ტერიტორიაზე, სადაც გადის გაზსადენები. ნატო ასევე თვლის, რომ გაზის გაჟონვა ჩრდილოეთ ნაკადის განშტოებაზე დივერსიის შედეგად მოხდა .
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)