|
2022-10-11 15:58:41, 1085 ნახვა
მსოფლიო
გიტანას ნაუსედა - უკრაინას ამ ბოროტების დასამარცხებლად მეტი იარაღი სჭირდება
რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშს. ნაუსედას განცხადებით, "ამ ბოროტების" დასამარცხებლად, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება. "კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები რუსეთის არმიამ ისევ დაბომბა. ისინი უმიზნებენ ქალაქის ცენტრებს, საცხოვრებელ კორპუსებს, გზებს პიკის საათებში. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი მისი სუფთა გამოვლინებით. ამ ბოროტების დასამარცხებლად, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება", - წერს გიტანას ნაუსედა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)