|
2022-10-11 13:26:15, 1336 ნახვა
მსოფლიო
ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. "ბიბისის" რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, სანქციების სიას დაემატა 75 პირი, მათ შორის 51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. შეზღუდვები ასევე შეეხო ორ კომპანიას. ახალი ზელანდიის მიერ სანქცირებულთა სიაში შედიან: "გაზპრომბანკის" გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, "ლუკოილის" ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, "ვნეშეკონომბანკის" თავმჯდომარე სერგეი გორკოვი, "როსობორონექსპორტის" აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და სხვები. ახალი ზელანდიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აპრილში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთიდან იმპორტი 75%-ით შემცირდა. „აპრილში ჩვენი ზომების შემოღების შემდეგ, რუსეთსა და ახალ ზელანდიას შორის ვაჭრობა უკვე საგრძნობლად შემცირდა - იმპორტი შემცირდა 75%-ით. დღევანდელი დამატებითი შეზღუდვები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გზავნილს რუსეთის მიმართ, რომ ჩვენ არ დავაფინანსებთ და არ დავუჭერთ მხარს რუსეთის სამხედრო მანქანას", - განაცხადა ახალი ზელანდიის ვაჭრობის მინისტრმა, დემიენ ოკონორმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)