|
2022-10-11 10:12:46, 1255 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი NATO-ს ლიდერებს შეხვედრისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დღეს დაგეგმილ სხდომაზე ლიზ ტრასი G7-ის ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის შეინარჩუნებისკენ მოუწოდებს. ასევე განიხილენა ნატო-ს ლიდერების სხდომის მოწვევაც. „არავის უნდა მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენი მხრიდან, ჩვენ იოტისოდენა ყოყმანიც კი არ უნდა გვქონდეს ჩვენს მტკიცე მზადყოფნაში, დავეხმაროთ მას გამარჯვებაში“,- აღნიშნულია ტრასის განცხადებაში, რომლითაც ის G7-ის შეხვედრაზე წარდგება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან G7-ის სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, G7 ქვეყნების შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)