|
2022-10-10 16:36:30, 1284 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ
ნატო გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა "ტვიტერზე“ დაწერა, რომ ალიანსი კრემლის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - წერს იენს სტოლტენბერგი, რომლის თქმითაც, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)