|
2022-10-10 13:25:34, 1288 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში ნავის გადაბრუნებას სულ მცირე 76 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ანამბრას შტატში ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ნავზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი კი, ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც საცხოვრებლებს წყალდიდობის გამო ტოვებდნენ. ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, ნავი გადაბრუნებამდე ხიდს შეეჯახა. ნიგერიის პრეზიდენტმა, მოჰამადუ ბუჰარიმ შემთხვევას ტრაგიკული უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა წყლის სატრანსპორტო სისტემაში უსაფრთხოების ზომების გადახედვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და სამთავრობო უწყებებს, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესწავლა დაავალა. ბუჰარიმ ასევე თქვა, რომ გადაუდებელი შემთხვევების სამსახურებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)