|
2022-10-09 17:11:26, 1454 ნახვა
მსოფლიო
მედია - უკრაინელების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, მასობრივი საფლავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღეს. "გათხრები ორ ადგილას მიმდინარეობს. ერთ-ერთ სასაფლაოზე 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები არიან დაკრძალული. მეორე სასაფლაოზე კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი სამარხია", - ნათქვამია ეროვნული პოლიციის განცხადებაში. თვითმხილველის თქმით, მან რუსი სამხედროების დავალებით, აღნიშნულ სასაფლაოზე 20-მდე უკრაინელი სამხედრო დაკრძალა. დაღუპულთა შორის არიან ერთი ოჯახი წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)