|
2022-10-09 14:04:22, 1373 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის - გერმანული მედია
ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მოსამზადებლად ორი ოპერატიული ცენტრი გერმანიასა და პოლონეთში განლაგდება. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი მოდულები და სტრუქტურები სწრაფად უნდა შეიქმნას. საწვრთნელი მისიის მანდატი კი, ორწლიანი იქნება. სწავლების მიზანია, რომ უკრაინამ „დამოუკიდებლად განახორციელოს საბრძოლო ოპერაციები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“. ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდება. გარდა ამისა, როგორც გერმანული მედია წერს, ევროკავშირს ასევე სურს, უახლოეს თვეებში უკრაინის სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)