|
2022-10-09 12:17:22, 1456 ნახვა
მსოფლიო
აბსოლუტური უზნეობა და ბოროტება, არაადამიანები და ტერორისტები - ზელენსკი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე
აბსოლუტური უზნეობა, აბსოლუტური ბოროტება - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილ სარაკეტო იერიშს. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ყველა, ვინც ბრძანება გასცა და აღნიშნული ბრძანება შეასრულა, პასუხს აგებს. „ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო თავდასხმები მშვიდობიან ხალხზე. საცხოვრებელ კორპუსებში პირდაპირ შუაღამისას... აბსოლუტური უზნეობა, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. ისინი, ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება აღასრულა, პასუხს აგებენ აუცილებლად კანონისა და ხალხის წინაშე", - ამბობს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 49 პირი, მათ შორის 6 ბავშვი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)