|
2022-10-07 15:51:18, 1596 ნახვა
მსოფლიო
საიმედოდ იცავთ რუსეთს აშშ-ის საფრთხეებისგან - კიმ ჩენ ინი პუტინს დაბადების დღეს ულოცავს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს. კიმ ჩენ ინის მისალოც წერილს ჩრდილოეთ კორეის გაზეთი "როდონგ შინმუნი" აქვეყნებს. ქვეყნის ლიდერი ვლადიმერ პუტინს ულოცავს სტრატეგიული მიზნების მიღწევას მრავალი წლის განმავლობაში ენერგიული საქმიანობითა და სახელმწიფოს მეთაურის მძიმე პასუხისმგებლობის აღებით. "თქვენ სარგებლობთ ხალხის ფართო მასების პატივისცემითა და მხარდაჭერით. დღეს რუსეთი საიმედოდ იცავს სახელმწიფოს ღირსებას და მის ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-ისა და მისი ვასალური ძალების გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელია თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ძლიერი ნების გარეშე... გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, რომელიც რუსეთის კეთილდღეობას ეძღვნება", - ნათქვამია კიმ ჩენ ინის წერილში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)