|
2022-10-07 14:54:45, 1191 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია ლომჯარიას - რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას
პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც პარლამენტს 2021 წლის ანგარიშს აბარებს. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რაც, დეპუტატის თქმით, რეალურად ეკლესიის წინააღმდეგ იყო. მისივე თქმით, სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, რადგან რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაცა იყო ამ თემით დაზარალებული. „არაფერი პირადული მხოლოდ საქმე, როდესაც თქვენ გირჩევდით წინა მოწვევის პარლამენტში, იცით თქვენ რა სკეპციტიზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით, თქვენ ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებლურ ეკლესიას და გეტყვით რატომ - 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოგეხსენებათ გაიმართა განმწესრიგებელი - სხდომა საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ნუ, ბუნებრივია გვესმის, რომ აქ იყო ტრანსკრიფციაში ეკლესიის წინააღმდეგ. სხდომაზე, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია ყველამ ვნახეთ ეს კადრები. გასაგებია რასაც შეეხებოდა, თქვენ აპროტესტებდით, რომ მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო რომ მონასტრებს, რომელიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, ასე სასწრაფოდ რამ გაიძულათ მაშინ, როდესაც ამხელა პერიოდი გქონდათ, წინა ზაფხულს შეიტანეთ ეს სარჩელი იქ მიუთითეთ, რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე, ამ ზემოხსენებული თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი განმწესრიგებელი სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, იმიტომ რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო ის, რომ ვიღაცა იყო ამ თემით დაზარალებული“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)