|
2022-10-07 14:17:12, 1508 ნახვა
მსოფლიო
მეცოლა - უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები და რომლებსაც ჰყავთ ძალიან დამაშინებელი მეზობელი
უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებთან სანქციებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ყველა შესაძლებლობას, რომელიც ქვეყნების მიერ სანქციების აღსრულების საკითხის განხილვას ეხება. "მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომელსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, - აცხადებს მეცოლა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)