|
2022-10-07 11:06:14, 1530 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა - ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე
ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა - ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს, არსებობს ბევრი რამე, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ". "პრაღაში შეკრებილ 44 სახელმწიფოს შორის არიან ევროკავშირის წევრები, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები და ისინიც, რომლებმაც დატოვეს ევროკავშირი ან არ სურთ მისი წევრობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა – ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე. ევროპაში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. ევროპის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთმანეთს შევხვედროდით. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც 2019 წელს აირჩიეს, არასდროს შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს, არსებობს ბევრი რამე, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)