|
2022-10-06 18:30:02, 1550 ნახვა
მსოფლიო
ISW - პუტინი აპირებს უკრაინაში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა შოიგუს დააკისროს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ აპირებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დააკისროს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. ISW მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ვარაუდით, პუტინმა კადიროვი დააწინაურა იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ლოიალობა და შოიგუ ჩამოიშოროს. ISW-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, კრემლი კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, პუტინი არ იჩქარებს შოიგუს გათავისუფლებას იმ მიზეზით, რომ რუსული არმიის მუდმივ წარუმატებლობაში მისი დადანაშაულება განაგრძოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)